დიაგნოსტიკა

ულტრასონოგრაფია (გამოკვლევა ტარდება 3D/4 D ფორმატში)

  • გინეკოლოგიური ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია.
  • სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით.
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • ანდროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • უროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა.
  • ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით.
  • ექოჰისტეროსალპინგოსკოპია

ნეიროსონოსკოპია

 

რას წარმოადგენს ნეიროსონოსკოპია დოპლეროგრაფიით?
ნეიროსონოსკოპია არის ახალშობილებში თავის ტვინის ექოსკოპიური კვლევა, რომელიც სრულდება ყიფლიბანდის დახურვამდე. დოპლეროგრაფია კი არის თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის შესწავლა. ექოს სიგნალი არ არის რენტგენოლოგიური სხივი და სრულიად უვნებელია ჯანმრთელობისთვის.
ნეიროსონოსკოპიით ხდება ბავშვის თავის ტვინის ანატომიის შესწავლა. ნეიროსონოსკოპია კლინიცისტს ეხმარება დროულად და სწორად დასვას დიაგნოზი. ზოგჯერ სახეზეა გამოკვეთილი ნოვროლოგიური სიმპტომატიკა და ნეიროსონოსკოპიური კვლევით ცვლილება არ აღინიშნება, მაშინ დიდ დახმარებას გვიწევს თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის შესწავლა დოპლეროგრაფიული მეთოდით. ეს არის თავის ტვინის მსხვილ სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის განსაზღვრა და შეფასება, კვლევებით დადასტურებულია, რომ ინტრავენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა არის ტვინის პერინატალური დაზიანების ძირითადი მიზეზი, ამიტომაც ამჟამად დიდი ყურადღება ეთმობა ნეიროსონოსკოპიული კვლევის ჩატარებას დოპლეროგრაფიასთან ერთად.
ნევროლოგიური დაზიანების სრული და დიფერენცირებული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ბავშვის ადექვატურ და სწორ მკურნალობას, ამავდროულად ხელს უწყობს შემდგომი ნევროლოგიური გართულებების თავიდან აცილებას.
ნეიროსონოსკოპიული გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში.

 

კარდიოტოკოგრაფია

  ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტებით.

 

კოლპოსკოპია

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების ადრეული   დიაგნოსტიკა

ელექროკარდიოგრაფია 

ლაბორატორია

  • ჰემატოლოგიური და საერთო კლინიკური
  • ბიოქიმიური
  • სეროლოგიური
  • იმუნოლოგიური
  • ჰორმონული
  • ბაქტერიოლოგიური
  • გენეტიკური
  • ანდროლოგიური